გედევან ფოფხაძე ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა

გედევან ფოფხაძე ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა

ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდ „ახალს”, ახალი წევრები შეემატა, რომელთა შორის გედევან ფოფხაძეც არის. შესაბამის ფოტოს გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ჩემი დიდი ხნის სა­ა­მა­ყო მე­გობ­რე­ბი: გედი და პრო­ფე­სო­რე­ბი“, - წერს გვა­რა­მია.

შეგახსენებთ, გედევან ფოფხაძე ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნებიდან“. 2019 წელს კი მან ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა. მალევე ის ეკა ბესელიას პოლიტიკურ პარტიას „სამართლიანობისთვის“ შეუერთდა. 2020 წლის 7 ივნისს კი „ქართული ოცნებიდან“ წასულ სხვა დეპუტატებთან ერთად დააარსა პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“. საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ იგი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. მან ხმების 1,26% (866 ხმა) მიიღო. 23 ნოემბერს მან ეს პარტიაც დატოვა.

ამასთან, 8 მარტს ცნობილი გახდა, რომ გვარამიას პოლიტიკურ გუნდს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილიც შეუერთდა.

 

თომა ყოველთვის მანდ იყო, უბრალოდ ჩანერგილი იყო, ქოცებში.
1 წლის უკან