თქვენ ნახავთ, რომ არჩევნებამდე ინვესტორების რიგს დავაყენებთ, რომლებიც მზად არიან, როგორც კი დემოკრატიული ცვლილებებისკენ წავა ქვეყანა, ჩამოვიდნენ საქართველოში,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ჩვენ გაჩვენებთ თქვენ, როგორ შევქმნით სამუშაო ადგილებს, როგორ მოვიზიდავთ ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებს. თქვენ ნახავთ, რომ არჩევნებამდე რიგს დავაყენებთ ინვესტორების, რომლებსაც დაინახავენ ჩვენი თანამემამულეები, რომ მზად არიან, როგორც კი დემოკრატიული ცვლილებებისკენ წავა ქვეყანა, ჩამოვიდნენ საქართველოში, ამიტომ წინ არის ყველაფერი. ჯერ არჩევნებამდე დიდი დროა, ჯერ არ ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში, ეს არის ის, რასაც უნდა აკეთებდეს ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.