მიხეილ სარჯველაძე ხაბეიშვილზე: როდესაც სქემა გაშიფრულია და იძულებით აგრძელებ პროპაგანდირებას, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად წამგებიანი და უპერსპექტივოა

მიხეილ სარჯველაძე ხაბეიშვილზე: როდესაც სქემა გაშიფრულია და იძულებით აგრძელებ პროპაგანდირებას, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად წამგებიანი და უპერსპექტივოა

როდესაც პოლიტიკოსები ოპოზიციიდან კითხვებს თავს არიდებენ, უპასუხისმგებლოდ იქცევიან და მიიჩნევენ, რომ საზოგადოების საზრუნავი და საჭირბოროტო საკითხები მათი თემა არაა, ამის გადასაფარად მოგონილი ეს მეორე თემა ვფიქრობ, ძალიან მარტივად გაიშიფრა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„როდესაც სქემა გაშიფრულია და იძულებით აგრძელებ პროპაგანდირებას, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად წამგებიანი და უპერსპექტივოა“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ლევან ხაბეიშვილის პიარკონსულტანტის, ჯერემი როზნერის მიერ დაგეგმილი პიარკამპანია მარცხს განიცდის. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ პროდუქტის ფასებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ პიარსტრატეგიის ნაწილია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიზანი აქტუალური თემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება.