გივი მიქანაძე „ნაცმოძრაობაზე“: მათ ეშინიათ ქართული საზოგადოების, რომლისთვისაც ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია, ამიტომ ცდილობენ ყველა ფორმით რაღაცნაირად გადაფარონ ეს საკითხი

გივი მიქანაძე „ნაცმოძრაობაზე“: მათ ეშინიათ ქართული საზოგადოების, რომლისთვისაც ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია, ამიტომ ცდილობენ ყველა ფორმით რაღაცნაირად გადაფარონ ეს საკითხი

„ნაცმოძრაობას“ ეშინია ქართული საზოგადოების, რომლისთვისაც ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია, ამიტომ ცდილობენ ყველა ფორმით რაღაცნაირად გადაფარონ ეს საკითხი, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„როზნერმა მიუთითა და ურჩია „ნაცმოძრაობას“, რომ წასულიყვნენ გაჭირვებულ ოჯახებში, შემდეგ ჩასულიყვნენ მოსაზღვრე რეგიონებში და იქიდან სხვადასხვა პროდუქტის ფასებზე გაეკეთებინათ აქცენტები. ამით უნდა გადაეფარათ ის საკითხები, რაც ამ პროპაგანდის კანონთან დაკავშირებულ აქტივობებს და ინფორმაციის გავრცელებას ეხებოდა. ხაბეიშვილმა სიტყვასიტყვით, სკრუპულოზურად აღასრულა პიარკონსულტანტის მითითება. მათ ეშინიათ ქართული საზოგადოების, რომლისთვისაც ეს პროპაგანდა მიუღებელია. მათ იციან, რომ ამით ძალიან დაზიანდებიან, ამიტომ ცდილობენ ყველა ფორმით რაღაცნაირად გადაფარონ ეს საკითხი“, - აღნიშნა მიქანაძემ.

ლევან ხაბეიშვილის პიარკონსულტანტის, ჯერემი როზნერის მიერ დაგეგმილი პიარკამპანია მარცხს განიცდის. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ პროდუქტის ფასებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ პიარსტრატეგიის ნაწილია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიზანი აქტუალური თემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება.