გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 8 მარტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საბავშვო ბაღის აღმზრდელს ქალბატონ ნანი სალუქვაძეს, ჩოხატაურის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმებს და ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს ქალბატონ თამარ ასკურავას მიულოცა და მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა .