მოხარშული ორაგული

მოხარშული ორაგული

ინგრედიენტები

500   გრამი ორაგულის ფილე

გემოვნებით მარილი

1/2 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო

1/2  ჭიქა წყალი

1   თავი მწვანე ხახვი

ცოტაოდენი კამა

ოხრახუში

ახლად დაფქული შავი პილპილი

ლიმონის ნაჭრები

მომზადებ

ორაგულის ფილეს ცოტაოდენი მარილი მოაყარეთ. ღრმა ტაფაში მოათავსეთ ღვინო, წყალი, კამა, ოხრახუში და თხლად დაჭრილი მწვანე ხახვი (ან ჩვეულებრივი ხახვი) და საშუალო ტემპერატურაზე წამოადუღეთ.

მოათავსეთ ორაგულის ფილე ტაფაზე და დააფარეთ.

ხარშეთ 5–10 წუთით. ხარშვის დრო დამოკიდებულია ფილეს სისქეზე.

თეფშზე გადმოიტანეთ, მოაყარეთ შავი პილპილი და მიირთვით ლიმონის ნაჭრებთან ერთად.