გაზაფხულის მოსვლასთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი ნივთები, როგორიცაა ელექტრო ცელი. გაზონი და მოვლილი ეზო ოჯახის სავიზიტო ბარათია, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენს სახლს/აგარაკს ამშვენებდეს ლამაზად შეკრეჭილი გაზონი, ამისთვის კი აუცილებლად გჭირდებათ ისეთი ხელსაწყოები, რომელიც გაგიმარტივებთ ბალახის კრეჭას.
არსებობს ბორბლებიანი და ე.წ. ხელის ელექტრო ცელი, რომელსაც მუშაობისთვის სჭირდება დენის წყარო ან აქვს აკუმულატორი, რომელიც კონკრეტული დროის განმავლობაში ამუშავებს მას.
ელექტრო ცელი ბალახის გასათიბად გამოიყენება, შერჩევისას მნიშვნელოვანია ჭრის დიამეტრის განსაზღვრა, რათა დავალება თქვენმა მოწყობილობამ ჯეროვნად შეასრულოს.
ხშირი და წვრილი ბალახის გასათიბად უმჯობესია, ნაკლებად მძლავრი და მეტი ბრუნვის მქონე ელექტრო ცელის შერჩევა. შედარებით მეჩხერი და მსხვილი ღეროების მოსაჭრელად კი - უფრო მძლავრი და ნაკლები ბრუნვის მქონე ცელი სჯობს.
შეძენამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ გასათიბ ტერიტორიასთან ახლოს უნდა იყოს დენის წყარო. თუ ბალახის ელექტრო ცელის კაბელის სიგრძე არაა საკმარისი, ამ შემთხვევაში შესაბამის სიგრძეზე გათვლილი გამაგრძელებელი დაგჭირდებათ, რომლის გამოყენებაც დასაშვებია ღია სივრცეში სამუშაოდ.
გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ ბალახის ელექტრო სათიბის გაბარიტებს. ზოგიერთი ბალახის საკრეჭი მისი სიმძლავრიდან გამომდინარე დიდი ზომისაა, მეტსაც იწონის და მუშაობისას დამღლელიცაა. თუ მაინცდამაინც არ გჭირდებათ ასეთი მოდელი, შედარებით მსუბუქზე შეაჩერეთ არჩევანი, რომ საქმე გაიმარტივოთ.
ზოგადად, ბენზო ცელისგან განსხვავებით, ელექტრო ცელი ნაკლებ ხმაურიანია და ხმით გარშემომყოფებს არ შეაწუხებთ. მისი უპირატესობა ისაა, რომ არ საჭიროებს საწვავის ჩასხმას, მუშაობს დენის წყაროზე და არ გამოყოფს კვამლს.
LILOSHOP.GE გთავაზობთ ელექტრო ცელის მრავალფეროვან არჩევანს. საიტზე წარმოდგენილ პროდუქციას თან ახლავს მახასიათებლების დეტალური აღწერა, რაც კიდევ უფრო აადვილებს ონლაინ შერჩევის პროცესს.
სხვადასხვა სიმძლავრის მოდელები მოცემულია განსხვავებულ ფასად, სავარაუდო ღირებულება კი 109 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს.
ნებისმიერ პროდუქტს, რომელსაც მოჰყვება გარანტია, მითითებული აქვს ეს აღწერაში, მათ შორისაა ელექტრო ცელიც, ამიტომ შეძენამდე აუცილებლად დააკვირდით ამ დეტალს.
თუ გსურთ, შეიძინოთ ელექტრო ცელი და ამ ეტაპზე არ გაქვთ საკმარისი თანხა ამისთვის, ლილოშოპზე შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ განვადებით, აირჩევთ თქვენთვის სასურველ ბანკს და შეავსებთ განაცხადს, ცოტა ხნის შემდეგ კი მიიღებთ პასუხს განვადების დამტკიცებასთან დაკავშირებით და ნივთს ლილოშოპის კურიერი სასურველ მისამართზე მოგაწვდით.