შალვა პაპუაშვილი: როგორც კი ვინმე, ქართველი ან უცხოელი პოლიტიკოსი, ქართული ან უცხოური მედია საქართველოს დააბრალებს სანქციების გვერდის ავლას, ეს არის ტყუილი. ეს უკვე იქცა წესად

შალვა პაპუაშვილი: როგორც კი ვინმე, ქართველი ან უცხოელი პოლიტიკოსი, ქართული ან უცხოური მედია საქართველოს დააბრალებს სანქციების გვერდის ავლას, ეს არის ტყუილი. ეს უკვე იქცა წესად

როგორც კი ვინმე, ქართველი ან უცხოელი პოლიტიკოსი, ქართული ან უცხოური მედია საქართველოს დააბრალებს სანქციების გვერდის ავლას, ეს არის ტყუილი. ეს უკვე იქცა წესად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ორი წელია მიდის ომი უკრაინაში და ორი წელია, ქართული ოპოზიცია, მათ ოშორიც უცხოეთიდან დაფინანსებული პარტიები, როგორიცაა „დროა“, „ევროპული დემოკრატიის ფონდიდან“ მიღებული ფინანსებით საქართველოს აბრალებდა ტყუილს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. როგორც კი ვინმე, ქართველი ან უცხოელი პოლიტიკოსი, ქართული ან უცხოური მედია საქართველოს დააბრალებს სანქციების გვერდის ავლას, ეს არის ტყუილი. ეს უკვე იქცა წესად. კითხვები უნდა დავუსვათ მათ, ვინც შეიძლება რაღაცებს აბრალებდეს საქართველოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.