შალვა პაპუაშვილი: ის, რაც ევროკავშირის ქვეყნებისთვის არის კარგი, რატომ არის ცუდი საქართველოსთვის - ვერ გამიგია

შალვა პაპუაშვილი: ის, რაც ევროკავშირის ქვეყნებისთვის არის კარგი, რატომ არის ცუდი საქართველოსთვის - ვერ გამიგია

ის, რაც ევროკავშირის ქვეყნებისთვის არის კარგი, რატომ არის ცუდი საქართველოსთვის. ეს ვერ გამიგია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, კონსენსუსით გადაწყვეტილებები ჯერ თავად მიიღონ.

„ყველა ინსტიტუტი, ყველა ქვეყანა, ვინც ჩვენ მოგვიწოდებს, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ კონსენსუსით, ჯერ თავად მიიღონ კონსენსუსებით გადაწყვეტილება. ევროკავშირს ჰყავს 27 წევრი ქვეყანა, ამ ქვეყნებმა ჯერ თავისთან დაამკვიდრონ, გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღონ, ვნახოთ რა განწყობაზე დადგებიან და საერთოდ მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებებს და მერე ჩვენ მოგვიწოდონ. საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია. ვისაც უნდა ვიყოთ საცდელი ცხოველის რანგში, ბოდიში მოგვითხოვია - ჯერ თავის ქვეყანაში დაამკვიდრონ კონსენსუსები და მერე ჩვენ გველაპარაკონ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.