ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: თითქოს აინტერესებთ ვენეციის რეკომენდაციები - გუშინ პარლამენტში, საკანონდებლო ცვლილებებზე მსჯელობა იყო, მაგრამ არცერთი ესწრებოდა

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: თითქოს აინტერესებთ ვენეციის რეკომენდაციები - გუშინ პარლამენტში, საკანონდებლო ცვლილებებზე მსჯელობა იყო, მაგრამ არცერთი ესწრებოდა

ოპოზიციას თითქოს აინტერესებს ვენეციის რეკომენდაციები, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. გუშინ, პარლამენტში, საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა იყო, მაგრამ არცერთი ესწრებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ჩვენ ვენეციის რეკომენდაციები, იმ ნაწილში, სადაც ვთვლით რომ მისაღები და გასათვალისწინებელია ყველგან გათვალისწინებული გვაქვს. საკანონმდებლო ცვლილებებში მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ევროპული გამოცდილება“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ , „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში ცვლილებების განხილვა დაიწყო.