შალვა პაპუაშვილი: იმედგამაცრუებელია, როდესაც კრიმინალებს ევროპის ამა თუ იმ დაწესებულების კორიდორებში იღებენ ხოლმე, ეს ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს

შალვა პაპუაშვილი: იმედგამაცრუებელია, როდესაც კრიმინალებს ევროპის ამა თუ იმ დაწესებულების კორიდორებში იღებენ ხოლმე, ეს ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს

იმედგამაცრუებელია, როდესაც კრიმინალებს ევროპის ამა თუ იმ დაწესებულების კორიდორებში იღებენ ხოლმე. ჩვენ ცოტა ხნის წინაც ვნახეთ, რომ ზურაბ ადეიშვილი იმყოფებოდა სტრასბურგში თუ ბრიუსელში, ჰქონდა შეხვედრები, რამდენიმე თვის წინ. ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„როდესაც ვხედავთ ადამიანს, რომელიც მსჯავრდადებულია რამდენიმე დანაშაულში, 4 საქმეზე არის მსჯავრდადებული, 3 საქმეზე მიდის პროცესი მის წინააღმდეგ, მათ შორის ადამიანი მსჯავრდადებულია იმისთვის, რომ ოპოზიციონერი კობა დავითაშვილი აცემინა და სიკვდილამდე მიიყვანა. სასწაულებრივად გადარჩა, თუმცა შემდეგ ამ ცემის გამო მას ჯანმრთელობა იმდენად შეერყა, რომ ამან შემდეგ გართულებები გამოიწვია. როდესაც ასეთ ადამიანს იღებენ სხვადასხვა დაწესებულებებში, განსაკუთრებით როდესაც საქმე გერმანიის პარლამენტს ეხება და იქ სტუმრების ლოჟაში არის უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ეს რა თქმა უნდა იმედგამაცრუებელია ერთი მხრივ და ზუსტად ასეთი ფაქტები უწყობს ხელს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.