გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ნიგვზიანის, აკეთის , ჩოჩხათისა და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მის შესასრულებლად  ცენტრალური ბიუჯეტიდან 7 124 326 ლარი გამოიყო.