ბაჩო დოლიძე: ჩვენი პარტიის საარჩევნო ნომერი იქნება 4. ეს ნაბიჯი გადაიდგა არა რაღაცის სანაცვლოდ - ეს იყო კეთილი ნება

ბაჩო დოლიძე: ჩვენი პარტიის საარჩევნო ნომერი იქნება 4. ეს ნაბიჯი გადაიდგა არა რაღაცის სანაცვლოდ - ეს იყო კეთილი ნება

ნიკა მელიას თანაგუნდელის, „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, ნიკა მაჭუტაძემ თავისი პარტიის საარჩევნო ნომერი ნიკა მელიას გუნდს კეთილი ნების საფუძველზე დაუთმო.

„2024 წლის არჩევნებში ჩვენი პარტიის საარჩევნო ნომერი იქნება 4. ეს ნაბიჯი გადაიდგა არა რაღაცის სანაცვლოდ - ეს იყო კეთილი ნება. სხვა შემთხვევაში ჩვენ უნდა დავლოდებოდით, ალბათ ზაფხულში თუ მოგვენიჭებოდა ნომერი და ძალიან მცირე დრო დარჩებოდა იმისთვის, რომ იქნებოდა პრობლემა იმის, რომ ეს ნომერი ჩვენთან ყოფილიყო იდენტიფიცირებული. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის ქართული საზოგადოება, რომელსაც უნდა ცვლილებები. ფორმაციას ყველა ერთად სულ რამდენიმე თვეში ნახავს“, - აღნიშნა დოლიძემ.

ნომერი 4 ნიკა მელიას პარტიის საარჩენო ნომერი იქნება, რომელიც უკვე ასოცირდება პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებულ მოძრაობასთან. მისი თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძეა, რომელიც ოპოზიციურ ერთობაში მოიზარება. ამ პროცესის პარალელურად ოპოზიციის ერთი ნაწილი დიდ გაერთიანებაზე საუბრობს, თუმცა მათ რიგებში ვერ ხედავენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას პარტიას.