ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ექნება შესაბამისი იმუნიტეტი და შეუძლებელი იქნება მისი ჩვეულებრივი წესით, თანამდებობიდან გადაყენება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„მას ექნება აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი უფლებამოსილება - ეს არის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამ კანონმდებლობის სივრცეში არის მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერება. ყველა ის ცვლილება, რომელიც ანტიკორუფციული მიმართულებით ცვლილებას ითვალისწინებს, არის სწორედ 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის გამიზნული.
პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებისა და ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა იწყება. საუბარია ევროკომისიის ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე.