მიხეილ სარჯველაძე: ამ საკითხებს ესაჭიროება დეტალური რეგლამენტაცია, რომლის შედეგადაც არავინ დააზიანებს იმ ღირებულებას, რასაც ჰქვია ფუნდამენტური უფლებების დაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ამ საკითხებს ესაჭიროება დეტალური რეგლამენტაცია, რომლის შედეგადაც არავინ დააზიანებს იმ ღირებულებას, რასაც ჰქვია ფუნდამენტური უფლებების დაცვა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ საკითხებს ესაჭიროება დეტალური რეგლამენტაცია, რომლის შედეგადაც არავინ დააზიანებს იმ ღირებულებას, რასაც ჰქვია ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

„რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, როგორც ჩანს, მათ შეიძლება აქვთ შინაგანი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, თუმცა მათი ანგარიშვალდებულების წყაროს გათვალისწინებით, შეიძლება შეთანხმებას მოითხოვდეს მათი რიტორიკა. კარგი იქნება, თუ ისინი იპოვიან საკუთარ თავში ძალას და ამ საკითხზე მუშაობაში ჩაერთვებიან“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.