მეუფე სტეფანე: მომავალი პატრიარქის საკითხი არ არის არც პროდასავლური, არც პრორუსული ძალების საქმე. უფლის ნებაა და უფლის ნებით იქნება მომავალი პატრიარქი, როცა იქნება

მეუფე სტეფანე: მომავალი პატრიარქის საკითხი არ არის არც პროდასავლური, არც პრორუსული ძალების საქმე. უფლის ნებაა და უფლის ნებით იქნება მომავალი პატრიარქი, როცა იქნება

მომავალი პატრიარქის საკითხი არ არის არც პროდასავლური, არც პრორუსული და არც არანაირი „პრო“ ძალების საქმე. ეს არის ღვთიური ნება. ღვთის ნებით იქნება მომავალი პატრიარქი, როცა იქნება, მაგრამ ამ პატრიარქის დროს, როცა ჩვენ გვყავს ღირსეული და თავდადებული პატრიარქი, ვერანაირად ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებთ. ეს არ არის არც ეთიკურად გამართლებული და ზოგადად, ჩვენ რას გადავწყვეტთ? უფლის ნებაა და უფლის ნებით გადაწყდება, - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა მედიასთან განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის პატრიარქის მოღვაწეობის დაუფასებლობა. მადლიერების ნაცვლად ასეთი უხამსი დამოკიდებულება, რაც პრინციპში არ ეკადრება არათუ თანამდებობის პირს, არამედ უბრალო ადამიანს. მესმის, რომ აზრის გამოთქვა ყველას შეუძლია და ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ როდესაც თანამდებობაზე ხარ და პატრიარქის სიცოცხლეში მას უკვე გამორიცხავ და რაღაც მომავალს ელი, აქაც ფიასკო აქვს. პატრიარქის ცხოვრება არ არის არც სალომეს ხელში და არც ვიღაცის ხელში, ვინც მას ამას ავალებს. რამდენ ხანსაც ღმერთი აცოცხლებს პატრიარქს, ეს არის ღვთის ნება და ჩვენ როგორც სიხარულს, ისე აღვიქვამთ ჩვენ ერთად მისი ცხოვრების ყოველ წუთს. მიუხედავად იმისა, რომ დაბერდა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები აქვს, მას საღი გონება ბოლომდე აქვს შენარჩუნებული, ის ჩვენთვის ლოცულობს და ჩვენ ყოველთვის გვიხარია მასთან ურთიერთობა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ისიც დაბერდა და კიდევ უფრო დაბერდება, მის შესახებაც რაღაცას იტყვიან და არ მოეწონება. მომავალი პატრიარქის საკითხიც არ არის არც პროდასავლური, არც პრორუსული და არც არანაირი „პრო“ ძალების საქმე. ეს არის ღვთიური ნება. ღვთის ნებით იქნება მომავალი პატრიარქი, როცა იქნება, მაგრამ ამ პატრიარქის დროს, როცა ჩვენ გვყავს ღირსეული და თავდადებული პატრიარქი, ვერანაირად ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებთ. ეს არ არის არც ეთიკურად გამართლებული და ზოგადად, ჩვენ რას გადავწყვეტთ? უფლის ნებაა და უფლის ნებით გადაწყდება.

მე რომ ვიცოდე პირდაპირ ვინ დგას ამის უკან, მაშინ ვიტყოდი. ჩვენ ვიცით, რომ არიან ძალები, რომლებიც ლობირებენ საქართველოში ანტიქართულ დამოკიდებულებას ყველაფრისადმი. უსამშობლო. უოჯახო, უაზრო მოქალაქეებს ახვევენ თავს საქართველოს. ეს მოქალაქე საქართველოს მოქალაქე არაა, არ ვიცი, რისი მოქალაქეა. უბრალოდ როგორც შირმას იყენებენ რაღაც ბნელი საქმეების გადასაწყვეტად „მოქალაქეობრივ ვალს“, „სამოქალაქო მოძრაობას“... სინამდვილეში სად ჩანს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეა და ერთგულია საქართველოსი - არ ჩანს“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას საქართველოს ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა: “ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის“.