სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადებით ბერძენიშვილის და მსგავსი ადამიანების რიგში ჩაეწერა, რომლებიც გამოყენებული არიან იმისთვის, რომ ყველაზე ძვირფასთან, ავტორიტეტულთან, იდენტობასთან, ქართულთან დაკავშირებულს დაარტყან, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პატრიარქთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას.
„ნაცმოძრაობა“ გაშლილი კლასტერია და გაიშალა სალომე ზურაბიშვილის მიმართულებითაც. ამ პარტიას ჰყავს ისეთი ადამიანები, მათ შორის ბერძენიშვილები, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ - პატრიარქსაც ურტყამენ, სიწმინდეებს, იდენტობას, ისტორიას და მათ რიგებში ჩაეწერა სალომე ზურაბიშვილი. „ნაცმოძრაობის“ პარტიის ვერცერთი წარმომადგენელი ვერ ბედავს (დიდი სურვილის მიუხედავად) იერიში მიიტანოს პატრიარქზე, რაც გაბედა სალომე ზურაბიშვილმა. ის ჩაეწერა ამ განცხადებით ბერძენიშვილის და მსგავსი ადამიანების რიგში, რომლებიც გამოყენებული არიან იმისთვის, რომ ყველაზე ძვირფასს, ავტორიტეტულს, იდენტობასთან, ქართულთან დაკავშირებულს დაარტყან. წარმოიდგინეთ რა უქნეს ამ ქალს, რომ ნაცმოძრაობის მესიჯებს არ დააჯერეს და უფრო რადიკალ მებრძოლთა რიგებში ჩაწერეს“, - აღნიშნა მდინარაძემ.