იაგო ხვიჩია: აზარაშავილი მოსახსნელი იყო იმის გამო, რომ ტრანსპლანტაციის კანონი აკრძალა და შეებრძოლა ხელოვნური განაყოფიერების კანონს

იაგო ხვიჩია: აზარაშავილი მოსახსნელი იყო იმის გამო, რომ ტრანსპლანტაციის კანონი აკრძალა და შეებრძოლა ხელოვნური განაყოფიერების კანონს

ჩემი აზრით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაწილის გამო ამ კაცის მოხსნა არ შეიძლებოდა, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრზე საუბრისას განაცხადა.

„თუ მოხსნა უნდოდა, ის მოსახსნელი იყო იმის გამო, რომ ტრანსპლანტაციის კანონი აკრძალა. ადამიანებს ერთმანეთის გადარჩენა აუკრძალა, შინაარსობრივად. ასევე, შეებრძოლა ხელოვნური განაყოფიერების კანონს და ფაქტობრივად, ადამიანებს აუკრძალა დახმარება შვილის ყოლაში. აი, ეს სრულიად საკმარისი არგუმენტები იყო იმისთვის, რომ ჯანდაცვის მინისტრი აღარ ყოფილიყო“, -აღნიშნა ხვიჩიამ.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს თანამდებობა დატოვა. დღევე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებით იყო პრობლემები მართვისა და კომუნიკაციის კუთხით.