მამუკა მდინარაძე: უფლებების დაცვა ჩვენი პრინციპული ამოცანაა, ხოლო პროპაგანდა აბსოლუტურად მიუღებელია და ამ პროპაგანდამ შეიძინა ისეთი მასშტაბი, რომელსაც სჭირდება პრევენცია

მამუკა მდინარაძე: უფლებების დაცვა ჩვენი პრინციპული ამოცანაა, ხოლო პროპაგანდა აბსოლუტურად მიუღებელია და ამ პროპაგანდამ შეიძინა ისეთი მასშტაბი, რომელსაც სჭირდება პრევენცია

ლგბტ პროპაგანდა კიდევ და კიდევ უფრო მასიური ხდება, ჩვენ სწორედ ამიტომ, სწორ დროს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიმუშაოთ კანონპროექტზე, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ, ამ ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვას და მეორეს მხრივ, არათუ შელახავს ადამიანის უფლებებს, არამედ გააძლიერებს მათი უფლებების დაცვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩვენი პრინციპული პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მომავალი თაობა პრინციპულად დავიცვათ მავნე ზეგავლენებისგან, რომელიც მოაქვს ამ თემის პროპაგანდას და არა უფლებების დაცვას. უფლებების დაცვა არის ის საკითხი, რომელიც უბრალოდ გამოიყენება იმისთვის, რომ პროპაგანდას მიჰყონ ხელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ უფლებები და პროპაგანდა და უნდა ვთქვათ - უფლებების დაცვა ჩვენი პრინციპული ამოცანაა, ხოლო პროპაგანდა აბსოლუტურად მიუღებელია და ამ პროპაგანდამ შეიძინა ისეთი მასშტაბი, რომელსაც სჭირდება პრევენცია“, - აღნიშნა მდინარაძემ.