ალექსანდრე რაქვიაშვილი: მახსოვს სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა საპატრიარქოსთან, მსვლელობებში მონაწილეობდა ჯვრით, ახლა რა არ მოსწონს არ ვიცი

ალექსანდრე რაქვიაშვილი: მახსოვს სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა საპატრიარქოსთან, მსვლელობებში მონაწილეობდა ჯვრით, ახლა რა არ მოსწონს არ ვიცი

მახსოვს სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა საპატრიარქოსთან, მე მგონი, ამის შემდეგ საპატრიარქო არ შეცვლილა და მანამდე თუ მოსწონდა, ახლა რა არ მოსწონს არ ვიცი, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილს რაც ეხება, ცოტა უცნაური ამ ისტორიაში არის ის, რომ მახსოვს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მას საპატრიარქოსთან, მსვლელობებში იღებდა მონაწილეობას, ჯვრით და ა.შ. მაშინ არანაირი პრეტენზია ჰქონდა არც ეკლესიის სიახლოვესთან მთავრობასთან და არც მის რიტორიკასთან. მე მგონი საპატრიარქო არ შეცვლილა ამის შემდეგ. მანამდე თუ მოსწონდა, ყველაფერი რიგზე იყო, ახლა რა არ მოსწონს არ ვიცი“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას საქართველოს ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა: „ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”.