სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი: პუტინის სიტყვები უპასუხისმგებლო რიტორიკაა - არ გვაქვს იმის ნიშნები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი: პუტინის სიტყვები უპასუხისმგებლო რიტორიკაა - არ გვაქვს იმის ნიშნები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის სიტყვები, რომელმაც დასავლეთი ბირთვული ომის რეალური საფრთხის შესახებ გააფრთხილა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, უპასუხისმგებლოა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვლადიმირ პუტინის უპასუხისმგებლო რიტორიკის მომსწრენი ვართ. ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი ასე არ უნდა საუბრობდეს", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

"წარსულში ჩვენ გვქონდა რუსეთთან კერძო და უშუალო კომუნიკაცია ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგების შესახებ. [...] ჩვენ არ გვაქვს იმის ნიშნები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება", - დასძინა მეთიუ მილერმა.