წვნიანი ყველით

წვნიანი ყველით

ინგრედიენტები

225   გრამი ბეკონი

1/2  თავი ხახვი

3   ს/კ ფქვილი

4   ჭიქა ქათმის ბულიონი

1 1/3  კგ. წითელი კარტოფილი

1 1/2  ჭიქა გახეხილი ჩედარი

2   ჭიქა მოუხდელი რძე

მარილი

ახლად დაფქული შავი პილპილი

მომზადებ

საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი ბეკონი და წვით გახრაშუნებამდე. თეფშზე დააფინეთ ქაღალდის ხელსახოცი და გადაიტანეთ შემწვარი ბეკონი. ცხიმი ქვაბშივე დატოვეთ.

შეამცირეთ ტემპერატურა საშუალომდე და ამავე ქვაბში დაჭრილი ხახვი მოათავსეთ. თუშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 5 წუთით. მოაყარეთ ფქვილი და ურიეთ მუდმივად, დაახლოებით 1 წუთით.

ნელ–ნელა შეურიეთ ქათმის ბულიონი, თან ურიეთ. დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი და აადუღეთ. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა და ხარშეთ კარტოფილის დარბილებამდე, დაახლოებით 15–30 წუთით.

საჭყლეტით კარტოფილის ნაწილი დასრისეთ რომ წვნიანი გასქელდეს. შეურიეთ გახეხილი ყველი ჩედარი და ურიეთ ყველის დადნობამდე. დაუმატეთ რძე, შეაზავეთ მარილითა და პილპილით. აადუღეთ დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ კიდევ 10 წუთით.

წვნიანი ჯამებში გადმოიღეთ. მორთეთ დაქუცმაცებული ბეკონით, არაჟნით, მწვანე ხახვითა და წიწაკით.

თავზე მოაყარეთ: გახეხილი ყველი ჩედარი, არაჟანი, დაჭრილი მწვანე ხახვი, დაქუცმაცებული ბეკონი, დაჭრილი წიწაკა.