ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას აქტიურობა და მისი ინიციატივები მაკა ბოჭორიშვილს აფიქრებინებს, რომ ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაში შეტანილი შესწორება სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ლობისტური კამპანიის შედეგია.
როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე „ქრონიკასთან“ აცხადებს, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა მოახდინონ.
„ეს [ანა ფოტიგას მიერ შეტანილი შესწორება რეზოლუციაში] არის ზოგადად იმ ლობისტური კამპანიის ნაწილი, რაც მიმდინარეობს უკვე წლებია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, თუ დახსნის მოთხოვნით. ის ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დააზიანოს საქართველოს ინტერესები და მოახდინოს ზეწოლა სალომე ზურაბიშვილზე, რომ მან გამოიყენოს უფლება, რომელიც შედეგად მოიტანს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერი მხარდამჭერი განცხადებები შევიდა.
ევროპარტლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.