მიხეილ სარჯველაძე ანა ფოტიგას ინიციატივაზე: პოლიტიკურად მიკერძოებული ევროპარლამენტარების მხრიდან ინიციატივები პროვოკაციულია

მიხეილ სარჯველაძე ანა ფოტიგას ინიციატივაზე: პოლიტიკურად მიკერძოებული ევროპარლამენტარების მხრიდან ინიციატივები პროვოკაციულია

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას გამოეხმაურა.

„ევროპარლამენტარების მხრიდან ასეთი ინიციატივები, პოლიტიკურად მიკერძოებული, საქართველოში კონკრეტული პარტიის მიმართ, პირდაპირ უნდა ვთქვა, პროვოკაციულია. არ ვიცი, თუ ვინმე აცნობიერებს იმ რეპუტაციას, რომელიც აქვს სააკაშვილს საქართველოში და რა შეიძლება მოჰყვეს, ქვეყანაში ევროპის მიმართ განწყობების თვალსაზრისით ასეთი ტიპის ინიციატივებსა და გადაწყვეტილებებს. ალბათ, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდეს ასეთ ინიციატივებს, რადგან ამას შეუძლია დააზიანოს პროევროპული განწყობები საქართველოში“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო მეორე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.