საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მოსამსახურე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ სამხედროებთან შეხვედრების პროგრამის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა საავიაციო ბრიგადაში გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ბანიამინ კასიმოვმა ჯარისკაცებს მშობლიურ ენაზე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების, შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სამხედროებმა სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მსახური საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განაგრძონ.
უმცირესობის წარმომადგენელ ჯარისკაცებთან შეხვედრების მიზანია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პროფესიული სამხედრო სამსახურისადმი ინტერესის გაღვივება, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ასევე მათი პრობლემების მოსმენა და პრევენციის მიზნით შემდგომი რეაგირება.
ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ სამხედროებთან შეხვედრები სხვადასხვა ქვედანაყოფში პერიოდულად იმართება და მომავალშიც გაგრძელდება.