ირაკლი ქადაგიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ბატონ ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს, ევროკავშირისა და ნატოს ფაქტობრივად ყველა სტრუქტურებთან იყო სრულყოფილი შეხვედრა, როგორც ოფიციალური ფორმატის, ასევე პირისპირ საუბარი

ირაკლი ქადაგიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ბატონ ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს, ევროკავშირისა და ნატოს ფაქტობრივად ყველა სტრუქტურებთან იყო სრულყოფილი შეხვედრა, როგორც ოფიციალური ფორმატის, ასევე პირისპირ საუბარი

ახალი პრემიერ-მინისტრი თავის პირველ სამუშაო ვიზიტს, დანიშვნიდან სულ რამდენიმე დღეში ახორციელებს სწორედ ბრიუსელში, ევროკავშირის დედაქალაქში, პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური საკითხი, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.ახალი პრემიერ-მინისტრი თავის პირველ სამუშაო ვიზიტს, დანიშვნიდან სულ რამდენიმე დღეში ახორციელებს სწორედ ბრიუსელში, ევროკავშირის დედაქალაქში, პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური საკითხი, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბატონ ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს, ევროკავშირისა და ნატოს ფაქტობრივად ყველა სტრუქტურებთან იყო სრულყოფილი შეხვედრა, როგორც ოფიციალური ფორმატის, ასევე პირისპირ საუბარი.

„პრემიერი თავის გუნდთან ერთად არის წარმოდგენილი ბრიუსელში და შეხვედრებია ასევე, ნატოს გენერალურ მდივანთან. ამით კიდევ ერთხელ ხდება ხაზგასმა იმ მთავარ პოლიტიკური საგარეო თუ საშინაო ამოცანის, რაც ამ ხელისუფლების წინაშე დგას, ეს არის ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს თანმიმდევრული სვლა.

მეორე საკითხია ის კონკრეტიკა, რაც ამ ვიზიტის დროს გაჟღერდა. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირების საბჭოს დოკუმენტი, შეფასებითი დოკუმენტი, სადაც ნათლად ჩანს რომ საქართველო დინამიკურად ვითარდება.

სხვათა შორის, ამაზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე აპელირება, 12 პუნქტი შესასრულებელია, ან 9 ნაბიჯი მომავალი მოლაპარაკებების გახსნისათვის. ყურადღების მიღმა რჩება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული უამრავი საკითხი, რომელსაც საქართველო ასრულებს და ასრულებს ძალიან წარმატებულად, ამ შეფასებაში სწორედ ეს ჩანს, რომ საქართველო დინამიკურად ვითარდება და ევროკავშირთან დაახლოება ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური დებატების საკითხი. ეს პირველ რიგში არის სწორედ ის ქვეყანა თავის საკანონმდებლო ბაზით, ეკონომიკური განვითარების დონით, სოციალური პოლიტიკის წარმოების კუთხით.

მნიშვნელოვანია, რომ ბატონ ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს, ევროკავშირისა და ნატოს ფაქტობრივად ყველა სტრუქტურებთან იყო სრულყოფილი შეხვედრა, როგორც ოფიციალური ფორმატის, ასევე პირისპირ საუბარი. ყველა ეს შეხვედრა იყო მეგობრულ ვითარებაში, ნდობის ვითარებაში და არ დარჩენილა არც ერთი საკითხი, რომლებთან დაკავშირებითაც არ იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა და პოზიციების შეჯერება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ნაკლები სპეკულაციის ადგილი დარჩეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.