ინგრედიენტები
6 ცალი კვერცხი
400 გრამი მაიონეზი
150 მლ/ლ წყალი
12 კბილი ნიორი
2 ცალი პატარა წითელი ხახვი
1 1/2 ჩ/კ ხმელი ქინძი
2 ჩ/კ აჯიკა
30 გრამი ოხრახუში
მარილი გემოვნებით
1 ს/კ მაიონეზი
მომზადება
მოხარშეთ კვერცხები და გაჭერით შუაზე.
კოვზით ამოაცალეთ გულები და მოათავსეთ თასში.
შიგთავსის მომზადება: დასრისეთ 2 კბილი ნიორი და დაჭერით 10 გრ. ოხრახუში. დაუმატეთ ნიორი და ოხრახუში კვერცხის გულებს, აგრეთვე დაამატეთ 1 ჩაის კოვზი აჯიკა, ½ ჩაის კოვზი ხმელი ქინძი და მარილი. აურიეთ ხის კოვზით.
დაჭერით 1 პატარა წითელი ხახვი და დაუმატეთ ნარევს 1 ჩაის კოვზ მაიონეზთან ერთად. აურიეთ ხის კოვზით.
სოუსის მომზადება: დასრისეთ 10 კბილი ნიორი და დაჭერით 20 გრ. ოხრახუში. მოათავსეთ ნიორი და ოხრახუში სათქვეფ თასში. დაუმატეთ 400 გრ მაიონეზი, 100–150 მლ. წყალი, 1ჩაის კოვზი ხმელი ქინძი, 1 სუფრის კოვზი აჯიკა და მარილი გემოვნებით. კარგად ათქვიფეთ.
წვრილად დაჭერით 1 პატარა წითელი ხახვი და დაუმატეთ სოუსს. კარგად აურიეთ.
ამოავსეთ კვერცხის ნახევრები შიგთავსით. კვერცხებს კოვზით მოასხით მაიონეზის სოუსი. მიირთვით ცივი.