პელმენისა და ვარენიკის ცომი

პელმენისა და ვარენიკის ცომი

ინგრედიენტები

2/3  ჭიქა კეფირი

1   ს/კ არაჟანი

2   ცალი დიდი კვერცხი

2   ჭიქა თბილი წყალი

1 1/2  ჩ/კ მარილი

7   ჭიქა ფქვილი

6   ს/კ ფქვილი

მომზადება

2/3 ჭიქა ნაღები, 1 ს/კ არაჟანი, 2 ჭიქა თბილი წყალი, 2 ცალი კვერცხი და 1 ½ ჩ/კ მარილი მიქსერით კარგად ათქვიფეთ.

დაუმატეთ 4 ჭიქა ფქვილი და მოზილეთ ცომი.

სათითაოდ დაუმატეთ 3 ჭიქა ფქვილი და თითოეულ დამატებაზე კარგად შეურიეთ ცომს. დარჩენილი ფქვილი თითო–თითო სუფრის კოვზით დაუმატეთ ცომს და კარად შეაზილეთ (ცომი თასის კიდეებს აღარ უნდა მიეკრას). კიდევ 5 წუთით განაგრძეთ მოზელა.

ცომი ფქვილ მოყრილ ზედაპირზე გადაიტანეთ და გასაბრტყელებლად გაამზადეთ.