ინგრედიენტები
3 ჭიქა კარტოფილი
2 1/2 ჭიქა ბროკოლის ყვავილები
1 ჭიქა დაჭრილი ხახვი
1 ჭიქა გახეხილი სტაფილო
2 ღერი დაჭრილი ნიახური
4 ჩ/კ ქათმის ბულიონის გრანულები
3 ჭიქა წყალი
3/4 ჭიქა კუბიკებად დაჭრილი კარაქი
3/4 ჭიქა ფქვილი
4 ჭიქა რძე
1 ჩ/კ მარილი
1/4 ჩ/კ პილპილი
1 ჭიქა კუბიკებად დაჭრილი ლორი
1 ჭიქა გახეხილი ყველი ჩედერი
მომზადება
თუჯის ქვაბში მოათავსეთ გათლილი და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, ბროკოლი, ხახვი, სატაფილო, ოხრახუში, ბულიონი და წყალი. დაბალ ტემპერატურაზე ადუღეთ 20 წუთით, ბოსტნეულის დარბილებამდე.
დიდ ქვაბში გაადნეთ კარაქი, შეურიეთ ფქვილი. ორიოდე წუთით გააჩერეთ საშუალო ტემპერატურაზე და თან ურიეთ. შეურიეთ რძე, მარილი და პილპილი, წამოადუღეთ. ხარშეთ და ურიეთ ორიოდე წუთით შესქელებამდე. დაუმატეთ ლორი ბოსტნეულის ნაზავს. ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე 10 წუთით. შეურიეთ ყველი და ურიეთ გადნობამდე. გემრიელად მიირთვთ!