შოკოლადის პუდინგი

შოკოლადის პუდინგი

ინგრედიენტები

2 1/2  ჭიქა დაჭრილი შემორჩენილი პური

1   ჩ/კ ვანილი

2   ცალი კვერცხი

2   ს/კ კაკაო

2   ჭიქა რძე

1   ჩ/კ დარიჩინი

1/4  ჭიქა შაქარი

3/4  ჭიქა შოკოლადის ნატეხები

მარილი

მომზადებ

წინასწარ გაახურეთ ღუმელი 180 C-ზე. მოათავსეთ პური მრგვალ, ღრმა, კარაქწასმულ ღვეზელის საცხობ ლანგარზე.

საშუალო თასში ათქვიფეთ კვერცხი, რძე, შაქარი, ცოტაოდენი მარილი, ვანილი, კაკაო და დარიჩნი. დაუმატეთ შოკოლადის ნატეხები. მოასხით პურს და მსუბუქად აურიეთ. დააცადეთ 15 წუთით, პური შეიწოვს ნაზავს.

აცხვეთ 30 – 40 წუთით პურის გამაგრებამდე, ისე, რომ არ გამოშრეს.