მამუკა მდინარაძე მიუნხენის კონფერენციის ანგარიშზე: ყოველთვის, როდესაც საქართველოსთვის მსგავსი მავნებლური ჩანაწერი გაჩნდება-ხოლმე რომელიმე მაღალი რანგის დოკუმენტში, ამას კონკრეტული საფუძველი აქვს, კონკრეტული პარტიის დაკვეთით

მამუკა მდინარაძე მიუნხენის კონფერენციის ანგარიშზე: ყოველთვის, როდესაც საქართველოსთვის მსგავსი მავნებლური ჩანაწერი გაჩნდება-ხოლმე რომელიმე მაღალი რანგის დოკუმენტში, ამას კონკრეტული საფუძველი აქვს, კონკრეტული პარტიის დაკვეთით

ყოველთვის, როდესაც საქართველოსთვის და არა რომელიმე პერსონისთვის, მსგავსი მავნებლური ჩანაწერი გაჩნდება-ხოლმე რომელიმე მაღალი რანგის დოკუმენტში, ამას კონკრეტული საფუძველი აქვს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს მიუნხენის კონფერენციის უსაფრთხოების ანგარიშში ბიძინა ივანიშვილის მოხსენიებაზე საუბრისას განუცხადა.

„რაც შეეხება მიუნხენის კონფერენციაზე ერთ-ერთ დოკუმენტში, უსაფრთხოების ანგარიშში, თუ როგორ მოიხსენიეს ბიძინა ივანიშვილი, ყოველთვის და ამ შემთხვევაშიც გამოჩნდა ეს კუდი, ყოველთვის, როდესაც საქართველოსთვის და არა რომელიმე პერსონისთვის, მათ შორის ჩვენთვის, მსგავსი მავნებლური ჩანაწერი გაჩნდება-ხოლმე რომელიმე მაღალი რანგის დოკუმენტში ამას კონკრეტული საფუძველი აქვს. მაგალითად, ასეთი ჩანაწერები ხომ გავშიფრეთ, თქვენი პარტიის დაკვეთით რომ იყო აშშ-ში, „ფარას“ რომ რუსული კანონი უწოდეთ, ამ კანონის მიხედვით რომ გამოქვეყნდა, შეკვეთილი იყო და საქართველოს დაზიანებას ისახავდა მიზნად. „ფორმულას“ დაკვეთითაც ხომ იყო ასეთები. ამ შემთხვევაშიც ასეთი კვალი იყო“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ჩანაწერი დოკუმენტში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სტატიის საფუძველზე გაჩნდა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია.