ბარაკ ობამა შესაძლოა კონგრესში დაიბარონ

ბარაკ ობამა შესაძლოა კონგრესში დაიბარონ

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, ბარაკ ობამა შესაძლოა კონგრესში დაიბარონ.

მაიკ ჯონსონის თქმით, საქმე ეხება ახლად გაშიფრული დოკუმენტების შესახებ საქმის გამოძიებას.

"თუ მისთვის [ბარაკ ობამასთვის] ეს არაკომფორტულია, მაშინ ამ ყველაფერში არ უნდა ჩართულიყო, რაც, ჩვენი აზრით, მოხდა", - ამბობს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის სისხლის სამართლის საქმე წარმოებაში უკვე მიიღო. ტულსი გაბარდი ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მაღალჩინოსნებს შეთქმულებაში ადანაშაულებს, რომლის მიზანი, მისი განმარტებით, იმის ჩვენება იყო, რომ 2016 წელს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთის ჩარევის შედეგია. შტატების დაზვერვის შეფმა განაცხადა, რომ ტრამპის წინააღმდეგ დანაშაული "დიფ სთეითის" დავალებით ჩაიდინეს.

დოი თეასთან დაიბარეთ,ის მიხედავს ამ სალახანას...
2 საათის უკან