რა თქვა - მე პროკურორი არ ვარო. იმდენად არის საბჭოთა დროში ჩარჩენილი, რომ არ იცის, რომ გადასახლებასთან პროკურორი არაფერ შუაში არ არის, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას.
„ნაცი, თაღლითი, რეკეტიორი ხაზარაძე იმუქრება პროკურორის მეშვეობით მოსკოვში გადასახლებით. ადრე იყო ციმბირში გადასახლება, ახლა საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესა და დააანონსა მოსკოვში გადასახლება. თან დაამატა, რომ ეს პოლიტიკური გზავნილიაო. ეს არის მათი პოლიტიკური მრწამსი, ამ სიბინძურეში აქვთ თავი გაყოფილი ყველა მათგანს“, - განაცხადა მდინარაძემ.