ინგრედიენტები
1 ცალი საშუალო/დიდი ზომის ბადრიჯანი
1/4 ჭიქა ლიმონის წვენი
1/4 ჭიქა ტაჰინი
2 ს/კ სეზამის მარცვლები/ქუნჯუთი
2 კბილი ნიორი
მარილი და წიწაკა გემოვნებით
1 1/2 ს/კ ზეითუნის ზეთი
მომზადება
გააცხელეთ ღუმელი 200C გრადუსამდე. მოაცხეთ ცოტაოდენი ცხიმი საცხობ ლანგარს.
დადეთ ბადრიჯანი(კანგაუცლელი) ლანგარზე და დაჩხვლიტეთ ჩანგლით. აცხვეთ 30-40 წუთის განმავლობაში, დროგამოშვებით გადააბრუნეთ, სანამ არ დარბილდება. ამასობაში თხლად დაჭერით 2 კბილი ნიორი.
დიდი ზომის თასში ჩაასხით ცივი წყალი. ცოტახნით მოათავსეთ მასში დარბილებული ბადრიჯანი. შემდეგ ამოიღეთ და გაფცქვენით. სასურველია, თუ გაფცქვნილ ბადრიჯანს 10-15 წუთით მოათავსებთ საწურში, დაადებთ თეფშს და კონსერვის სიმძიმის ნივთს რომ დაიწრიტოს.
მოათავსეთ ბადრიჯანი ბლენდერში. ჩაუმატეთ მეოთხედი ჭიქა ლიმონის წვენი, ტაჰინი(ტაჰინის მომზადების წესი იხილეთ ჩვენს საიტზე), 2 სუფრის კოვზი სეზამის მარცვლები და დაჭრილი ნიორი. გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გემოვნებისამებრ ჩაუმატეთ წიწაკა და მარილიც.
გადაიტანეთ ბაბა განუში საშუალო ზომის თასში და ფრთხილად მოასხით 1 მთელი 1/2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. გასაცივებლად 3 საათით შედგით მაცივარში. კვლავ დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი და გემრიელად მიირთვით ჩიფსებთან, ჩხირებთან, ფრანგულ პურთან თუ ბოსტნეულთან ერთად! სურვილისამებრ შეკაზმეთ მწვანილით და გააფორმეთ ზეთისხილით.