„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოთხოვნა ყოველგვარ არგუმენტს არის მოკლებული. ჩვენ ანტიკონსტიტუციურ წესს ვერ დავუბრუნდებით, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ეს მოთხოვნა და განცხადება, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა, ყოველგვარ არგუმენტს არის მოკლებული. ჩვენ ვერ დავუბრუნდებით იმ წესს, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური. წესი, რომელიც შეთავაზებული იყო საზოგადოებისთვის, გამორიცხავს ყოველგვარი საბოტაჟის შესაძლებლობას ოპოზიციის მხრიდან. არც ერთ ქვეყანაში არ არის ისე, რომ პარტიული ნიშნით იყოს განსაზღვრული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს იწუნებს. არასამათავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, უარი თქვას ცვლილებების პაკეტზე და გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. საერთაშორისო გამჭვირვალობის მოთხოვნა არასერიოზული და უპასუხისმგებლოა პარლამენტის თავმჯდომარისთვის, რომელიც მესამე სექტორისგან და ცალკეული ოპოზიციონერებისგან არგუმენეტებს ითხოვს.