სალომე ზურაბიშვილის გაცხადებები თუნდაც „ქართული ოცნების“ მხილების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ირიბად ოპოზიციის ინტერესებში შედის, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.
„ეს ქარტია, რომელიც უნდა შეიქმნას, არ არის ვინმეს დასახმარებლად ან რომელიმე პარტიის დასახმარებლად. მაგრამ ქარტიის შინაარსი, ისევე, როგორც 9 რეკომენდაციის შესრულების საკითხები, სადაც საუბარია ოპოზიციის გაძლიერებაზე, სამართლიან არჩევნებზე, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე და ა.შ. ბუნებრივია, მისი შესრულება შედის ქვეყნის ინტერესებში და ოპოზიციის ინტერესებშიც. სალომე ზურაბიშვილის გაცხადებები თუნდაც „ქართული ოცნების“ მხილების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ირიბად ოპოზიციის ინტერესებში შედის“, - აღნიშნა გოცირიძემ.
სალომე ზურაბიშვილის მხილება თავად ოპოზიციამ დაიწყო. ისინი უკვე ღიად ადასტურებენ, რომ ზურაბიშვილი მათი ინტერესების გამტარებელია და მათ სასარგებლოდ მოქმედებს. ამჯერად განცხადება რომან გოცირიძემ გააკეთა, რომელიც ორბელიანების სასახლეში განახლებულ კონსულტაციაზე ერთ-ერთი პირველი მივიდა.