კაცს დააბრალო და მერე არაფერი მოჰყვეს, ვფიქრობ, რომ სწორი არ არის - თუ გაქვს ინფორმაცია, აქამდეც უნდა გეთქვა ამის შესახებ, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკასთან“ გიორგი გახარიას პარტიის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
„როცა ხალხმა ერთმანეთი დახოცა იმასთან დაკავშირებით, გაყალბდა თუ არა არჩევნები, დღესაც ბევრად მეტი ინფორმაცია გაქვს წარმოსადგენი, ვიდრე ზოგადად ცილისწამების ფორმით ნათქვამი, როდესაც ყოფილი პრემიერი საუბრობს შემთხვევაზე, რომელიც ხდებოდა მისი პრემიერობის დროს და ეხება არჩევნების გაყალბებას, ვფიქრობ, საზოგადოება ბევრად უფრო მეტ ინფორმაციას იმსახურებს“, -აღნიშნა ხვიჩიამ.
მთავრობის გადაწყვეტილებების დამალვაში გიორგი გახარიას მხილების შემდეგ, მისი თანაგუნდელები თავდაცვის მიზნით თავდასხმაზე გადავიდნენ და ხელისუფლებას მტკიცებულებების გარეშე კორუფციაში ადანაშაულებენ.