ქათამი პიკანტურად

ქათამი პიკანტურად

ინგრედიენტები

8   ნაჭერი ქათმის ხორცი

4   ცალი საშუალო ზომის კარტოფილი

2   თავი ხახვი

1   ცალი სტაფილო

2   კბილი ნიორი

2   ს/კ ცხარე წიწაკის პასტა

2   ს/კ დაფქული წითელი წიწაკა

2   ს/კ სოიოს სოუსი

2   ს/კ შაქარი

2   ს/კ სეზამის ან ზეითუნის ზეთი

2   ძირი მწვანე ხახვი

1   ს/კ ჯანჯაფილი

2   ჭიქა წყალი

2   ჩ/კ სეზამის მარცვალი

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადებ

ქათმის ხორცი(მკერდი, ფილე ან ბარკალი), კარტოფილი, ხახვი და სტაფილო დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად. ყველა ინგრედიენტი, გარდა მწვანე ხახვისა, ერთად მოშუშეთ ზეითუნის ზეთში ნელ ცეცხლზე, 30-40 წუთის განმავლობაში.

დაამატეთ მარილი და პილპილი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, სოიოს სოუსი და შუშეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში.

ბოლოს შეაზავეთ სანელებლებითა და სეზამის მარცვლებით. გემრიელად მიირთვით!