ხატია დეკანოიძე: სურვილი მექნებოდა, რომ ბატონი გახარია გაცილებით უფრო მკვეთრი ყოფილიყო ზუსტად კორუფციულ შეფასებებში

ხატია დეკანოიძე: სურვილი მექნებოდა, რომ ბატონი გახარია გაცილებით უფრო მკვეთრი ყოფილიყო ზუსტად კორუფციულ შეფასებებში

სურვილი მექნებოდა, რომ ბატონი გახარია გაცილებით უფრო მკვეთრი ყოფილიყო ზუსტად კორუფციულ შეფასებებში, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„სურვილი მექნებოდა, რომ ბატონ გახარიას, რომელმაც იცის ბევრი, მათ შორის „ქართულ ოცნებაზე“, გაცილებით მეტი ინფორმაცია გაეჟღერებინა და გაცილებით უფრო მკვეთრი ყოფილიყო ზუსტად კორუფციულ შეფასებებში, სად მიდის, როგორ მიდის, სად არის ეს ფული, სად აკუმულირდებოდა“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებების დამალვაში გიორგი გახარიას მხილების შემდეგ მისი თანაგუნდელები თავდაცვის მიზნით თავდასხმაზე გადავიდნენ და ხელისუფლებას მტკიცებულებების გარეშე კორუფციაში ადანაშაულებენ.