ირაკლი ქადაგიშვილი: სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე ტრიბუნას თავისი ეგოს დასაკმაყოფილებლად გამოიყენებს

ირაკლი ქადაგიშვილი: სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე ტრიბუნას თავისი ეგოს დასაკმაყოფილებლად გამოიყენებს

სალომე ზურაბიშვილი [მიუნხენის კონფერენეციის] ტრიბუნას გამოიყენებს თავისი ეგოს დასაკმაყოფილებლად. ის იქნება გაბრაზებული მთელ საქართველოზე და, რა თქმა უნდა, პერსონიფიცირებას საქართველოს ხელისუფლებაზე უაღრესად ნეგატიური გამოსვლით გააკეთებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც მზად არიან, ქვეყნის შიგნით ხელი მოაწერონ ნებისმიერ სცენარზე, ოღონდ კი, არსებული ხელისუფლება არ იყოს. ეს არის პლატფორმა, სადაც აქტორები გამოდიან. ეს არის შიდა ბრძოლის გადატანა საერთაშორისო პლატფორმაზე. რატომ მიდის ზურაბიშვილი? იქ ფონი მომზადებული ხვდება, რომ გააგრძელოს საქართველოს წინააღმდეგ გზავნილების გახმოვანება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.