დავით ქართველიშვილი გახარიაზე: პროფესიონალი ჯამბაზი, რომელიც სასაცილოდ გამოიყურება - მაყურებლის ოვაციებს იმსახურებს. ხოლო ჯამბაზად ქცეული პოლიტიკოსი - ცრემლის ღირსიც აღარაა...

დავით ქართველიშვილი გახარიაზე: პროფესიონალი ჯამბაზი, რომელიც სასაცილოდ გამოიყურება - მაყურებლის ოვაციებს იმსახურებს. ხოლო ჯამბაზად ქცეული პოლიტიკოსი - ცრემლის ღირსიც აღარაა...

„ტვ პირველსაც" მოუწია უეჭველი ჭეშმარიტების გაშუქება, რომლითაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი „ფარული" დადგენილების „დამალვის" ფაქტი სწორედ ექს-პრემიერ გახარიას მმართველობის პერიოდს მიაკუთვნა,“ -  წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი  დავით ქართველიშვილი. მისი თქმით, კორუმპირებულთა სიაში გახარიას მომხრეების მხრიდან ირაკლი კობახიძის მოხსენიება, მიუღებელია.

„დღეს ინგა გრიგოლიას საყვარელმა რესპონდენტმა გიორგი გახარიამ საკუთარი მსტოვრები „ჭუტავიზიას" მიუქსია: „თქვენო, კორუმპირებულ მოქმედ პრემიერს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში ეხმარებითო.” გაფუჭებული საათივით, რომელიც დღეში ორჯერ მაინც სწორ დროს განახებს, „ტვ პირველსაც" მოუწია უეჭველი ჭეშმარიტების გაშუქება, რომლითაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი „ფარული" დადგენილების „დამალვის" ფაქტი სწორედ ექს-პრემიერ გახარიას მმართველობის პერიოდს მიაკუთვნა.

ცალკე თემაა გახარიას კორუმპირებული პოლიტსაბჭოს წევრთა ამ კატეგორიაში ირაკლი კობახიძის მოხსენიება, რომელიც შეიძლება "დაადანაშაულო": სწორ აღზრდაში, ჭკუაში, ანალიტიკურ აზროვნებაში, პროფესიონალიზმში, პატიოსნებაში, საორგანიზაციო ნიჭში, თავაზიანობისა და აუღელვებლობის ფარგლებში სიხისტეში, პრინციპულობასა და მამულიშვილობაში - ანუ, ყველაფერში, გარდა კორუფციისა. ისეც არ უნდა გამოხვიდე მწყობრიდან, რომ თუნდაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეში შენთვის დამახასიათებელი უამრავი მანკიერებიდან ერთ რომელიმეს მაინც ეძებდე გაშმაგებული და წარუმატებელი ძებნის შედეგად - ყველაზე ფანტასტიკურ ვერსიაზე შეჯერდე. პროფესიონალი ჯამბაზი, რომელიც სასაცილოდ გამოიყურება - მაყურებლის ოვაციებს იმსახურებს. ხოლო ჯამბაზად ქცეული პოლიტიკოსი - ცრემლის ღირსიც აღარაა...“ - წერს  დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.