ირაკლი ზარქუა: გარედანაა დაკვეთა, ერთი დიდი გაერთიანება შედგეს. ტესტავენ, ჩამოიშლება თუ არა ქალბატონ სალომეს ფანჩატური, როგორც შალვას ფანჩატური ჩამოიშალა

ირაკლი ზარქუა: გარედანაა დაკვეთა, ერთი დიდი გაერთიანება შედგეს. ტესტავენ, ჩამოიშლება თუ არა ქალბატონ სალომეს ფანჩატური, როგორც შალვას ფანჩატური ჩამოიშალა

გარედანაა დაკვეთა, ერთი დიდი გაერთიანება შედგეს. ტესტავენ, ჩამოიშლება თუ არა ქალბატონ სალომეს ფანჩატური, როგორც შალვას ფანჩატური ჩამოიშალა, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანაა რევოლუციისა და ქაოსისთვის მზადება.

„დარწმუნებული ვარ, ეს არ არის სალომე ზურაბიშვილის პირადი ინიციატივა ეს არის დაკვეთა, ტესტია. ტესტავენ, ჩამოიშლება თუ არა ქალბატონ სალომეს ფანჩატური, როგორც შალვას ფანჩატური ჩამოიშალა. ახლა ამაზე აკეთებენ აქცენტს. ეს არ არის ქალბატონ სალომეს ინიციატივა, ამის არც შნო და უნარი გააჩნია. პრეზიდენტად რომ აგვერჩია, ჩვენი ლიდერები იყვნენ ბილბორდებზე გაკრული, რა რეიტინგი აქვს? დაკვეთა არის გარედან, ერთი დიდი გაერთიანება შედგეს და შემდეგ ეს გაერთიანება გადაიზარდოს რადიკალიზმში, რევოლუციურ სცენარებში, აიყოლიონ ახალგაზრდები. ესაა ამათი სცენარი, თორემ იმ სისულელე დაპირებებს, რასაც ამბობენ, ერთმანეთი ამხილეს სიცრუეში, ამ სისულელე დაპირებებით როგორ გამოვიდოდნენ? მათი ამოცანაა მზადება რევოლუციისთვის და ქაოსისთვის, ეს არის რუსული სცენარი, მეტი კი არაფერი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.