ქართული საზოგადოება უკვე მომწიფებულია იმისთვის, რომ გაშიფროს, ვინ ვინ არის. ზუსტად იციან, როგორც „მუსტანგის“ მართვა ვერ შეძლო და ცეცხლი წაუკიდა, ისე ხაზარაძის მართული ქვეყანა არ გაიშვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„თუ აქამდე ვიცოდით, რომ ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები რადიკალიზმით, არაკომპეტენტურობით გამოირჩეოდნენ, ამას ახლა ღირსეულად ჩაენაცვლა „ლელო“ და გახარიები, განსაკუთრებით „ლელო“. არადა რომ ჰკითხო ევროპული პარტია არიან. როდესაც ევროპა, ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, პოლარიზაცია უნდა შეამციროთო, სამუშაო ჯგუფებშიც კი არ შემოვიდნენ 9-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად. ხაზარაძე და „ნაცები“ ხომ ერთი რეჟიმის წარმომადგენლები იყვნენ თავის დროზე, ადეიშვილი არეკეტებდა ბიზნესს, შემდეგ ბატონი ხაზარაძე იპოთეკით ტვირთავდა ამ საპროცესოებს, მათი ღირსეული მემკვიდრეა. ასე მუქარები, დაჭერებით მუქარები, ჩაშვებები, ეს არის ამათი ხელწერა და ბუნებრივია ბატონი ხაზარაძეც ამას აგრძელებს. მე მოვუწოდებდი მას, რომ დროა ისევ დაუბრუნდეს კონსტრუქციულობას, თუ რამე უნარი გააჩნია ამ ქვეყნის ინტერესებში ჩადგეს. როგორც აქამდე გავშიფრეთ, ერთი დირიჟორის მხრიდან იმართებიან ეს რადიკალები, ხელმოცარულები და ყველას ერთი ამოცანა აქვს, რომ ვიწროპარტიული ინტერესით რამენაირად დაამხონ ხელისუფლება და შემდეგ აქ მეორე ფრონტი გახსნან ან სხვა ქვეყნების ინტერესი გაატანონ. ეს ხომ ჩვენ ნანახი გვაქვს. არ გამოუვათ, რადგან ქართული საზოგადოება უკვე მომწიფებულია იმისათვის, რომ გაშიფროს ვინ ვინ არის. ზუსტად იციან, როგორც „მუსტანგის“ მართვა ვერ შეძლო და ცეცხლი წაუკიდა, ისე ხაზარაძის მართული ქვეყანა არ გაიშვას“, - აღნიშნა ზარქუამ.