გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება სვანეთში მშრალო კანონის დაწესებას აპირებს.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ ყოფილ ვიცე-პრემიერს ავთანდილ მარგიანს.
მან ეს ფაქტი გააპროტესტა და აღშფოთებაც კი გამოხატა.
ამ ისტორიას მოულოდნელი გაგრძელება აქვს. მშრალი კანონის შესაძლო დაწესებამ მარგიანი ისე აღაშფოთა, რომ მან პატარა ლექსიც კი დაწერა. ის ჩვენ დაგვიკავშირდა და ეს ლექსი მოგვაწოდა.
გთავაზობთ ლექსის პრემიერას:
„ვაი, იმ სვანს, ვინც ვერ სვამს,
ვაი, იმ იმერელს, ვინც ვერ ინელებს.“
ავთანდილ მარგიანი იმედოვნებს, რომ სხვა კუთხეები არ გაუნაწყენდებიან. ის მათთვის სპეციალურად აპირებს ლექსის დაწერას.