შემწვარი ღვიძლი

შემწვარი ღვიძლი

ინგრედიენტები

500   გრამი ხბოს ან ძროხის ღვიძლი

3   ს/კ კოვზი ერბო

2   თავი ხახვი

მარილი გემოვნებით

მომზადება

ღვიძლი დავჭრათ ბრტყელ, მაგრამ არათხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და დავაწყოთ წინასწარ გაცხელებულ ერბოდასხმულ ტაფაზე.

სწრაფად შევწვათ ორივე მხარეზე.

შეწითლდება თუ არა, გადმოვიღოთ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ზედ დავაწყოთ ოხრახუშის ფოთლები. გემრიელად მიირთვით!