ინგრედიენტები
1 1/2 კგ. ქათამი
1 ცალი საშუალო ზომის დაჭრილი ხახვი
1 ცალი საშუალო ზომის დაჭრილი სტაფილო
1 1/2 ჭიქა დაჭრილი ნიახური
8 ჭიქა წყალი
2 ჩ/კ მარილი, ან გემოვნებით
1 ჭიქა გრძელი ბრინჯი
4 ცალი ოთახის ტემპერატურის კვერცხი
1 ჩ/კ სიმინდის ფქვილი
2 ს/კ ცივი წყალი
1/4 ჭიქა ლიმონის წვენი ან გემოვნებით
მომზადება
მოათავსეთ ქათამი, დაჭრილი ბოსტნეული და 8 ჭიქა წყალი დიდი ზომის ქვაბში, მაღალ ცეცხლზე. მიიყვანეთ დუღილამდე, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 1½ საათით, ბულიონის ხშირ-ხშირად მოხდით. ამოიღეთ ქათამი ქვაბიდან, ის უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კერძის მოსამზადებლად, ან მიირთვათ წვნიანთან ერთად.
ქვაბიდან გადაწურეთ ბულიონი საცერში, ბოსტნეულის მოსაშორებლად. უნდა მიიღოთ 6 ჭიქა ბულიონი – ცოტა მეტი დასაშვებია, მაგრამ თუ უფრო ნაკლები დაგრჩათ, მაშინ წყალი დაუმატეთ 6 ჭიქა სითხის მისაღებად. ჩაასხით ბულიონი უკან, ქვაბში, ჩაუმატეთ მარილი და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ კვლავ დაუწიეთ ცეცხლს, ჩაამატეთ ბრინჯი და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 20 წუთით, თან ხშირად ურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან.
ბლენდერში მოათავსეთ ჭადის ფქვილი და ჩატეხეთ კვერცხები. 2-3 წუთით ურიეთ მაღალი სიჩქარით, სანამ ძალიან არ აქაფდება. შემდეგ ჩაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ცივი წყალი, ლიმონის წვენი და კვლავ აამუშავეთ ბლენდერი 20-30 წამით. მიღებული მასა მოათავსეთ თასში და ნელ-ნელა შეურიეთ 3-4 ჭიქა პირველ ეტაპზე მომზადებული ცხელი წვნიანი. მიღებული ოთახის ტემპერატურის ნარევი უკან ჩაასხით წვნიანის დარჩენილ მასაში, თან ურიეთ, რომ არ აიჭრას. უნდა მიიღოთ ცოტაოდენი ქაფით დაფარული წვნიანი. გემოვნებისამებრ დაუმატეთ მეტი მარილი, ლიმონის წვენი და ცხლადვე მიირთვით გემრიელად.