იაგო ხვიჩია: მგონია ირაკლი კობახიძემ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი გასცა ჩემს შეკითხვას, რითაც არაპირდაპირ დაპირება გასცა, რომ საქართველოში პატიმართა რაოდენობა თითქმის უნდა განახევრდეს

იაგო ხვიჩია: მგონია ირაკლი კობახიძემ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი გასცა ჩემს შეკითხვას, რითაც არაპირდაპირ დაპირება გასცა, რომ საქართველოში პატიმართა რაოდენობა თითქმის უნდა განახევრდეს

ირაკლი კობახიძე ჩვენი კოლეგა იყო. ის არ არის ჩვენი მეგობარი და თანამოაზრე, მაგრამ ჩვენ ცივილური ურთიერთობა გვქონდა და აქედან გამომდინარე, ეს ცვლილება ჩემთვის ნეგატიური ხასიათის არ არის, - ასე შეაფასა ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცება იაგო ხვიჩიამ.

„გირჩის“ ლიდერმა დადებითად შეაფასა კობახიძის პასუხი მის კითხვაზე პატიმრების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე ერთობლივი მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.

„გარდა ამისა, მგონია ირაკლი კობახიძემ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი გასცა ჩემს შეკითხვას, რითაც არაპირდაპირ დაპირება გასცა, რომ საქართველოში პატიმართა რაოდენობა თითქმის უნდა განახევრდეს. მინდა რომ ძალიან ვუგულშემატკივრო მას ამ საქმეში. მგონია, რომ ძალიან კეთილშობილი მიზანია პატიმრების რაოდენობის შემცირება. ვუთხარი, რომ ამ ნაწილში ყველანაირად მივიღებ მონაწილეობას. მეტიც, მომზადებულიც მაქვს კოლეგებთან ერთად ამასთან დაკავშირებით კანონპროექტი და მზად ვარ შევთავაზო ამ კანონპროექტზე მუშაობა, მისი გადამუშავება, რომ ეს მიზანი იყოს მიღწეული. ამას ბევრი ადამიანი ელოდება და გულშემატკივრობს. კარგი იქნება, თუ ეს მოხდება წინასაარჩევნოდ, როგორც დღეს ვისაუბრე, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური სპეკულაციები ამას არ მოჰყვეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.