საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის გამოსვლას გამოეხმაურა.
„ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ვიცით ახალი პრემიერ-მინისტრის გეგმა. ვუსურვებთ მას და ქართველ ხალხს, რომ მან წარმატებით განახორციელოს თავისი გეგმა, რომელიც უპირველეს ყოვლისა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებას ითვალისწინებს“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დეპუტატების წინაშე მოხსნებით წარდგა. მოხსენებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები ესწრებოდნენ.