ბულგარეთის ელჩი: ძალიან ამბიციური და ყოვლისმომცველი პროგრამაა, მჯერა მაქსიმალურს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ გადადგას წინ ნაბიჯი, რათა გახდეს თანამედროვე, აყვავებული ქვეყანა

ბულგარეთის ელჩი: ძალიან ამბიციური და ყოვლისმომცველი პროგრამაა, მჯერა მაქსიმალურს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ გადადგას წინ ნაბიჯი, რათა გახდეს თანამედროვე, აყვავებული ქვეყანა

ძალიან ამბიციური და ყოვლისმომცველი პროგრამაა. იმედი მაქვს და მჯერა მაქსიმალურს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ გადადგას ნაბიჯი წინ, რათა გახდეს თანამედროვე, აყვავებული ქვეყანა, სადაც არ არის სიღარიბე ან შემცირებულია სიღარიბე, რადგან ყოველივე ეს დაკავშირებულია ევროკავშირში გაწევრიანებასთან, - ამის შესახებ ბულგარეთის ელჩმა საქართველოში ვესელინ ვალკანოვმა განაცხადა.

„როგორც კი ამ პროგრამას შეასრულებთ, ის ნაბიჯებიც თავისთავად შესრულდება. სპეციალური სამოქმედო გეგმაა შემუშავებული და იმედი მაქვს, რომ მისი შესრულების შემდეგ ყველა დიდ წარმატებას ვიზეიმებთ“, - აღნიშნა ელჩმა.

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად ემზადება. პრემიერობის კანდიდატი ცოტა ხნის წინ დეპუტატების წინაშე მოხსნებით წარდგა. მოხსენებას ესწრებოდა დიპლომატიური კორპუსიც. ელჩები ირაკლი კობახიძეს პრემიერის რანგში წარმატებას უსურვებენ და მზადყოფნას გამოთქვამენ მომავალშიც აქტიური თანამშრომლობა გააგრძელონ.