იტალიური სალათი ლორით

იტალიური სალათი ლორით

ინგრედიენტები

300   გრამი ლორი

2   ცალი პომიდორი

2   ცალი ბულგარული წიწაკა

400   გრამი მაკარონი

300   გრამი დაკონსერვებული სიმინდი

200   გრამი ყველი

მაიონეზი გემოვნებით და სურვილისამებრ

მომზადება

მოხარშეთ მაკარონი მარილიან წყალში (უმჯობესია გამოიყენოთ ხვეული ან სპირალის ფორმის იტალიური მაკარონი). გადაწურეთ წყალი დადგით მაკარონი გასაგრილებლად.

2 ცალი პომიდორი(ან 4 ცალი პომიდორი ჩერი) და ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად; ლორი დაჭერით თხელ ფირფიტებად; გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე.

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს, სურვილისამებრ მაიონეზიც.